JOB DETAILS

ბიზნეს ანალიტიკოსი - საცალო ბიზნესის ეფექტურობის მართვის გუნდი

CompanyTBCBANK
LocationTbilisi
Work ModeOn Site
PostedJuly 14, 2026
About The Company

No description available for this Company.

About the Role

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, 

ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს

სამუშაოს აღწერა

თიბისის, საცალო საბანკო დაკრეტიდება და ოპერაციები (რეგიონალური მართვა) მიმართლებაში,  ვეძებთ საცალო სეგმენტის ქსელის ეფექტურობის მართვის ანალიტიკოსს!

როლის ძირითადი ამოცანაა ფილიალების ქსელის ეფექტიანობის გაუმჯობესება, რესურსების ოპტიმალურ დაგეგმვა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება.

მოვალეობები:

  • ფილიალების ქსელში ადამიანური რესურსების დაგეგმვისა და განაწილების მოდელების განვითარება და მხარდაჭერა;
  •  ფილიალების თანამშრომლების დაგეგმვის, დატვირთულობის, პროდუქტიულობისა და ეფექტურობის ტენდენციების შეფასება და რეკომენდაციების მომზადება;
  • ფილიალების ბიუჯეტთან დაკავშირებული მონაცემების მონიტორინგი, პროგნოზირება და მენეჯმენტისთვის შესაბამისი ხედვების მიწოდება;
  • შრომის ბაზრის ტენდენციების, პოზიციებისა და ანაზღაურების კონკურენტული გარემოს შეფასება;
  • Workforce Planning და Capacity Management მოდელების განვითარება და მხარდაჭერა;
  • ფილიალების ქსელის სტრუქტურასთან, როლებთან და რესურსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერა მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზით;
  • პროცესების გამარტივებისა და ავტომატიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა და შესაბამისი ინიციატივების მხარდაჭერა;
  • რესურსების მართვასთან დაკავშირებული KPI-ების, ანგარიშგებებისა და მართვის დაფების (Dashboards) განვითარება და მონიტორინგი;
  •  სხვადასხვა ბიზნეს და მხარდაჭერის ერთეულებთან თანამშრომლობა რესურსების მართვისა და ეფექტურობის გაუმჯობესების მიმართულებით. 

კვალიფიკაცია

  • 1-2 წლიანი გამოცდილება ანალიტიკის, ფინანსების, კონტროლინგის, ბიუჯეტირების ან მონაცემთა ანალიზის მიმართულებით 
  • Excel-ის კარგი ცოდნა (Pivot Tables, Lookup ფუნქციები, IF, SUMIFS და სხვა);
  • Power BI-ის ან სხვა BI პლატფორმასთან მუშაობის საბაზისო გამოცდილება;
  • დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • პრეზენტაციების  მომზადების გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
  • SQL-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
  • Key Skills
    Data AnalysisExcelPower BISQLWorkforce PlanningCapacity ManagementBudget MonitoringKPI DevelopmentEnglish ProficiencyFinancial Analysis
    Categories
    Data & AnalyticsFinance & AccountingRetailManagement & Leadership
    Job Information
    📋Core Responsibilities
    The role focuses on improving the efficiency of the branch network through resource optimization and data-driven decision-making. Key tasks include developing workforce planning models, monitoring budgets, and creating management dashboards.
    📋Job Type
    სრული განაკვეთი
    📊Experience Level
    0-2
    💼Company Size
    195
    📊Visa Sponsorship
    No
    💼Language
    Georgian
    🏢Working Hours
    40 hours
    Apply Now →

    You'll be redirected to
    the company's application page