✨ Our 2026 Hiring Report is out — see what 146,050 job postings say about getting hired.

Read the report →
JOB DETAILS

სერვის ექსპერტი - სატრანზიტო ანგარიშების რეკონსილაცია და მონიტორინგი

CompanyTBCBANK
LocationTbilisi
Work ModeOn Site
PostedNovember 28, 2026
About The Company

No description available for this Company.

About the Role

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა

თიბისის გადახდების ლიგის სატრანზიტო ანგარიშების რეკონსილაციისა და მონიტორინგის ეჯაილ გუნდში ვეძებთ - სერვის ექსპერტს!

ჩვენი გუნდი აკონტროლებს საბარათე ტრანზაქციებთან დაკავშირებულ სატრანზიტო ანგარიშებს და ამოწმებს, სწორად და სრულად აისახება თუ არა ტრანზაქციები და ანგარიშსწორების შედეგები ბანკის სისტემებში.

ამ როლში ჩაერთვები ყოველდღიურ რეკონსილაციაში, შეუსაბამობების მოკვლევასა და მოგვარებაში. ასევე მონაწილეობას მიიღებ ანგარიშგების განვითარებაში, ახალი კონტროლების დანერგვასა და ხელით შესრულებული პროცესების ავტომატიზაციაში.

ვის ვეძებთ? 

  • გაქვს ანალიტიკური აზროვნება და დეტალების მიმართ ყურადღება.
  • შეგიძლია მონაცემებში შეუსაბამობის აღმოჩენა, მიზეზის მოკვლევა და გამოსავლის მოძიება. 
  • პასუხისმგებლობით ეკიდები მონაცემების სიზუსტესა და სამუშაოს ვადებს.
  • შეგიძლია რამდენიმე საკითხის პარალელურად მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა.
  • შეგიძლია საკითხების დამოუკიდებლად მართვა და სხვადასხვა გუნდთან თანამშრომლობა. 
  • შეგიძლია მოკვლევის შედეგების გასაგებად გადმოცემა როგორც წერილობით, ისე ზეპირად.

რას გააკეთებ? 

  • ყოველდღიურად შეამოწმებ სატრანზიტო ანგარიშების ნაშთებსა და მოძრაობებს.
  • საბარათე ტრანზაქციების, კლირინგისა და ანგარიშსწორების მონაცემებს შეადარებ ბანკის სისტემებში ასახულ საბუღალტრო გატარებებს. 
  • გამოავლენ შეუსაბამობებს, მათ შორის გამოტოვებულ ან დუბლირებულ გატარებებს, თანხობრივ სხვაობებსა და აუხსნელ ნაშთებს. 
  • მოიკვლევ შეუსაბამობების მიზეზებს საბუღალტრო, საოპერაციო და ტექნიკურ გუნდებთან ერთად და საკითხებს მოგვარებამდე მიადევნებ თვალს.
  • გააკონტროლებ რეკონსილაციის რეპორტების დროულ განახლებას, მონაცემების სისრულესა და სიზუსტეს. 
  • გააანალიზებ განმეორებად ხარვეზებს და შესთავაზებ გუნდს კონტროლების გაუმჯობესებისა და ავტომატიზაციის გზებს.
  • ახალი პროდუქტებისა და პროცესების დანერგვისას მონაწილეობას მიიღებ რეკონსილაციის მოთხოვნების განსაზღვრასა და კონტროლების ტესტირებაში.

კვალიფიკაცია

  • საბანკო, ფინანსურ, საბუღალტრო ან საგადახდო სფეროში მუშაობის გამოცდილება. 
  • ანგარიშების რეკონსილაციის, ფინანსური კონტროლის ან საბანკო ოპერაციების მონიტორინგის გამოცდილება. 
  • საბუღალტრო გატარებებისა და ანგარიშების ნაშთების ანალიზის საბაზისო ცოდნა. 
  • Issuing, Acquiring, Clearing და Settlement პროცესების ცოდნა. 
  • Excel-ში მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის გამოცდილება, SQL-ის საბაზისო ცოდნა. 
  • ეჯაილ გუნდში მუშაობის გამოცდილება.
  • ინგლისური ენის ცოდნა პროფესიული და ტექნიკური დოკუმენტაციის გასაცნობად.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
  • Key Skills
    ReconciliationFinancial controlBanking operationsAccountingData analysisSQLExcelIssuingAcquiringClearingSettlementAnalytical thinkingAttention to detailAgile methodologyReporting
    Categories
    Finance & AccountingData & AnalyticsTechnology
    Job Information
    📋Core Responsibilities
    The service expert will perform daily reconciliation of transit accounts, comparing card transaction data with bank system records. They will investigate discrepancies, resolve issues, and contribute to the automation and improvement of reporting processes.
    📋Job Type
    სრული განაკვეთი
    📊Experience Level
    2-5
    💼Company Size
    209
    📊Visa Sponsorship
    No
    💼Language
    Georgian
    🏢Working Hours
    40 hours
    Apply Now →

    You'll be redirected to
    the company's application page